თბილისის მერია ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაციას გეგმავს.
გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 19 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 90 000 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გამზირზე გზის ა/ბეტონის საფარი ამორტიზებულია, შეიმჩნევა ორმოები, ჯდენები, გრძივი და განივი ბზარები. საპროექტო გზის გრძივი და განივი პროფილები არ შეესაბამება ნორმებს.
„მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო გზაზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და ორფენიანი საგზაო სამოსის გათვალისწინებით არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო მონაკვეთზე გზის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას. გზის სამოსის კონსტრუქცია გაანგარიშებული უნდა იქნეს ერთ ღერძზე დატვირთვით 100 კნ. საპროექტო გზის სავალ ნაწილზე უნდა მოეწყოს ორ ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი (ა/ბეტონის საფარის ზედა ფენა ადჰეზიური დანამატით). სავალი ნაწილის სამოსის კონსტრუქციის ტიპების შერჩევა საანგარიშო ღერძული დატვირთვების გათვალისწინებით,“ - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.