მზიურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულება კი 2020 წლის იანვარში იგეგმება. საპროექტო სამუშაოები მოიცავს პარკის სრულ რეაბილიტაციას, არსებული მოზაიკების, ხიდების, კიბეებისა და არსებული ცენტრალური სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციას.
პროექტის დონორია ევროპის საინვესტიციო ბანკი და მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება 7,799,705 ლარია.
პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, სკამები, ურნები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები და დადგება ზონირების შესაბამისი ნიშნები. ასევე, სკეიდბორდის მოედანი, საბავშვო გასართობი მოედნები, მცირე ზომის საფეხბურთო მოედანი, ველოსიპედის გასაქირავებელი ჯიხური.
ფოტოები, თუ როგორი იქნება განახლებული მზიურის პარკის ტერიტორია, "ახალი მზიურის" "ფეისბუქ" გვერდზე ვრცელდება.