„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ანგარიშის თანახმად, 2018 წელს უწყებამ პრივატიზების გეგმა 151- %-ით შეასრულა, რის შედეგადაც ბიუჯეტში 88 714 889 ლარი შევიდა. სახელმწიფო ქონების გაყიდვის მიზნით, 2018 წელს 1 350 აუქციონი გამოცხადდა.
რაც შეეხება მსხვილ ობიექტებს, რომლებიც სახელმწიფომ 2018 წელს გაასხვისა, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს პრივატიზებული მსხვილი ობიექტების ნუსხაში შედიან:
- · ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა, რომელიც 3 760 000 ლარად გაიყიდა. მოსალოდნელი ინვესტიცია - 12 000 000 ლარს შეადგენს.
- · ბორჯომში, კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში მდებარე ყოფილი სანატორიუმი 1 003 000 ლარად გაიყიდა. მოსალოდნელი ინვესტიცია - 8 000 000 ლარია.
- · თბილისში, ჭონქაძის N21 ყოფილი თოიძის სახელობის სასწავლების შენობა 12 505 000 ლარად გასხვისდა, მოსალოდნელი ინვესტიცია - 10 000 000 ლარია.
- · თბილისში, ახმეტელის მეტროს მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სახელმწიფომ 14 080 000 ლარად გაყიდა.
- · თბილისში, ოთარ ჭილაძის ქუჩა N9 მიწის ნაკვეთის ღირებულება - 3 800 000 ლარი მოსალოდნელი ინვესტიცია კი 10 000 000 ლარია.
- · მესტიაში, სეტის მოედანი 1 108 500 ლარად გაიყიდა, მოსალოდნელი ინვესტიცია - 300 000 ლარია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზების შედეგად ყველაზე მეტი, კერძოდ, 105 947 000 ლარი 2015 წელს შევიდა. სახელმწიფო ქონების გაყიდვით 2012-2018 წლებში ჯამში 572 483 886 ლარია მობილიზებული.