პარიზი კომპანია Airbnb-ს 1000-ზე მეტი რეკლამის გადამალვის გამო სასამართლოში უჩივლებს. სადავო თანხის მოცულობა 12,5 მლნ ევროს შეადგენს.
როგორც ცნობილია, პარიზში სახლის მფლობელებს საკუთარი უძრავი ქონების გაქირავება წელიწადში 120 დღით შეუძლიათ. მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი თავი როგორც ბიზნესმა და უნდა გამოაჩინონ მათი სარეგისტრაციო ნომერი ნებისმიერი რეკლამის დროს. ფრანგული კანონების თანხმად, კომპანიები ამ წესის დარღვევისთვის შესაძლოა, თითო შემთხვევისას 12,500 ევროთი დაჯარიმდნენ.
Airbnb-ის განცხადებით, პარიზის წესები არამართლზომიერი და დისპროპორციულია, ამასთან, წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ წესებთან. მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც უძრავი ქონება ქირავდება წელიწადში 120 დღის განმავლობაში, საფრანგეთის იმ 18 ქალაქში, სადაც ეს კანონი მოქმედებს, ის იბლოკება და მისი დაჯავშნა შეუძლებელია. Statista-ს ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში პარიზი იყო მეორე ყველაზე პოპულარული ქალაქი (ლონდონის შემდეგ) ბინების გაქირავების მიხედვით.