Google maps-ი მოგზაურებისთვის ახალ ფუნქციას ამატებს - როგორ არ დავიკარგოთ უცხო ქალაქში

ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც სრულიად ახალ ქალაქს სტუმრობს, ნაცნობია სივრცეში ორიენტაციასთან დაკავშირებული დაბნეულობა, როდესაც მატარებლის სადგურიდან გამოდიხარ და არ იცი, რომელ მხარეს წახვიდე. ორიენტირება შეიძლება maps-ის აპლიკაციის გამოყენებითაც კი რთული იყოს.

Google დარწმუნებულია, რომ ამ პრობლემას დამატებითი რეალობის ტექნოლოგიით მოაგვარებს. მიმდინარე კვირის დასაწყისში Google maps-ის გუნდმა Business Insider-ს შესაძლებლობა მისცა, მისი ახალი დამატებითი რეალობის ფუნქცია გამოეცადა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის არის შექმნილი. Google maps-ის გუნდის განმარტებით, ფუნქცია ჯერ საწყის ეტაპზეა და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ადგილობრივი გიდებისთვის - ენთუზიასტებისთვის, ვინც პროდუქტთან დაკავშირებით სასარგებლო უკუკავშირი უნდა იქონიონ. ის თუ როდის იქნება პროდუქტი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, უცნობია.

როგორ მუშაობს Google maps-ის ახალი ფუნქცია?

როდესაც სასურველ მიმართულებას განსაზღვრავ, Google-ის რუკა უმოკლეს მარშრუტსა და მის დასაფარად საჭირო დროს ისევ ძველებურად გიჩვენებთ.

თუმცა საკმარისია თქვენი სმარტფონი თვალების დონეზე აიტანოთ მაღლა, რომ რუკის ორგანზომილებიანი გამოსახულება წრიული ფორმით ეკრანის ბოლოში ინაცვლებს, ეკრანის დანარჩენი ნაწილი კი იმ სივრცეს, რომელიც თქვენს ირგვლივაა, რეალურად გაჩვენებთ ისე, თითქოს კამერაში იყურებოდეთ.

თუმცა მას დამატებითი ფუნქციებიც აქვს. მაგალითად, რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც Google ადგილმდებარეობას დაამუშავებს, ეკრანზე ჩნდება ისრები, რომლებიც სწორ მიმართულებას მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ ტელეფონის თვალის დონეზე დატოვება და აპლიკაციის დიდი ხნით გამოყენება უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ შეიძლება. დამატებითი რეალობის ფუნქციით რამდენიმე წუთის განმავლობაში სარგებლობის შემდეგ ეკრანზე ჩნდება გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც მომხმარებლებს სთხოვს სმარტფონი სიარულის დროს დაბლა დაუშვან. ამ დროს ეკრანზე კვლავ maps-ის ორგანზომილებიანი რუკა ჩნდება.

Google-ის წარმომადგენელთა განმარტებით, ახალ ფუნქციაზე მიმართულების მაჩენებელი ისრები, მხოლოდ დაბნეულობის დროს ჩნდება. იმისთვის, რომ მომხმარებელმა მაღლა აწეული ტელეფონებით წრეზე არ იარონ თან ისე, რომ გარშემომყოფებს ყურადღება არ მიაქციონ, დაბნეულობის მომენტები მოიცავს, მატარებლის სადგურიდან გამოსვლის, გზაჯვარედინზე მოხვედრის ან დანიშნულების ადგილზე ჩასვლის მომენტებს.

აპლიკაციის ყველაზე სწორ გამოყენებად მიიჩნევა, როდესაც მოწყობილობა დაბლა გაქვს დაშვებული მაშინ, როდესაც მიმართულება კარგად იცით და თვალის სიმაღლეზე წევთ დაბნეულობის მომენტებში.

აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახალი ფუნქცია უკეთესად მუშაობს, თუ თქვენს მოწყობილობას უფრო მეტად მუდმივი ნაგებობებისკენ მიმართავთ, მაგალითად, საოფისე შენობების ან კაფეებისკენ იმის ნაცვლად, რომ ის ბუჩქებისკენ და ხეებისკენ მიმართოთ, რომლებიც ფერსა და ფორმას სეზონების მიხედვით იცვლიან.

როდესაც დანიშნულების ადგილს აღწევთ თქვენი მოწყობილობის ეკრანზე შესაბამისი ნიშანი გამოდის და იქვე Google maps გთავაზობთ ინფორმაცის იმ კონკრეტულ დაწესებულებასთან დაკავშირებით, ფოტოებსა და გამოხმაურებას.

სალომე აბულაშვილი