იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.2%-ით გაიზარდა და 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.2 პროცენტით მეტია.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 238.8 მლნ აშშ დოლარი (7.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 588.0 მლნ აშშ დოლარი (1.1 პროცენტით ნაკლები) იყო. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2019 წლის იანვარში 349.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა.

თაია არდოტელი