პოლონეთში საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ბიზნესფორუმი გაიმართა

პოლონური კომპანია Gembiak-Mikstacki საქართველოში მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

კერძოდ, კომპანია იმერეთის რეგიონში, ქ.ქუთაისში სამშენებლო და საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საჭირო პროდუქციის მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ პოლონეთში გამართული ბიზნესფორუმის მსვლელობისას გახდა ცნობილი. ბიზნესფორუმი “DOING BUSINESS IN GEORGIA” 12 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვიელკოპოლსკას რეგიონის განვითარების ფონდის ორგანიზებით ქ. პოზნანში გაიმართა.

ბიზნესფორუმის მუშაობაში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე სულაბერიძე მონაწილეობდა, რომელმაც პოლონურ კომპანიებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და უძრავი ქონებისა და წარმოების სექტორში კონკრეტული პროექტები გააცნო.

ფორუმის ფარგლებში, ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები პოლონურ კომპანიებთან.