ნავთობისა და გაზის კორპორაციას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გივი ბახტაძე დაინიშნა, რომელიც აქამდე გენდირექტორის მოადგილე იყო.
გივი ბახტაძემ ამ პოსტზე დავით თვალაბეიშვილი შეცვალა, რომელიც გასული წლის ოქტომბერში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
ცნობისთვის, გივი ბახტაძე დაიბადა 1975 წლის 20 ოქტომბერს ქალაქ თბილისში.
1996-2001 – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი/საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი/კვალიფიკაცია – მარკეტინგის, ფინანსებისა და კრედიტების ბაკალავრი; სპეციალისტი. 1992-1997 – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი/კვალიფიკაცია – ინჟინერ-ტექნოლოგი. 2018- სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“- დირექტორი კომერციულ საკითხებში; 2016-2018- სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“- დირექტორი ფინანსურ საკითხებში; 2014-2016 – სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ – გენერალური დირექტორის მრჩეველი; 2010-2012 – შპს НТ ПАРТНЕР (რუსეთი) – ბიზნესის განვითარების დირექტორი; 2009-2010 – Mercedes-Benz Bel (რუსეთი) – მარკეტინგისა და რეკლამის დირექტორი; 2007-2009 – Mercedes-Benz Bel (რუსეთი) – მარკეტინგისა და რეკლამის უფროსი მენეჯერი; 2004-2005 – სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“ – დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 2004-2004 – სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“ – საერთაშორისო დონორ, საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ჯგუფის კოორდინატორი; 2004-2004 – სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია“ – საერთაშორისო ურთიერთობისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის უფროსი რეფერენტი; 2003-2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი.