„საქართველო-უკრაინას შორის ID ბარათებით მიმოსვლა ბიზნესკონტაქტების გაღრმავებას და ტურისტული ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს"

საქართველო-უკრაინას შორის ID ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ხაზს უსვამს, რომ ჩვენს შორის ძალიან მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობებია ჩამოყალიბებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ 1 მარტიდან, საქართველო-უკრაინის მოქალაქეებს ამ ორ ქვეყანას შორის მოგზაურობა ID ბარათების მეშვეობით შეეძლებათ.

„რამდენიმე თვე ვმუშაობდით აღნიშნულ საკითხზე ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან ერთად. ეს ინიციატივა ხაზს უსვამს, რომ ჩვენს შორის ძალიან მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. დარწმუნებული ვარ, რომ ID ბარათებით გამარტივებული მიმოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენს ერებს შორის მიმოსვლას, ბიზნესკონტაქტების გაღრმავებას და ორივე მიმართულებით ტურისტული ნაკადების ზრდას“, - განაცხადა პრემიერმა.