"ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მიზნით 2019 წელს რამდენიმე პროექტია დაგეგმილი"

საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მიზნით 2019 წელს რამდენიმე პროექტია დაგეგმილი”, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, იგეგმება ბათუმის, კასპიის, გურჯაანის ტექნოლოგიური ცენტრების დასრულება და ქუთაისის ცენტრის აშენება. ამასთან, იგეგმება ერთი ახალი აქსელერატორის ფორმირება თბილისში. კიდევ ერთი სიახლე - მინისტრის განცხადებით, იგეგმება 5 და 100 000 ლარიანი გრანტების გაფართოება 250 000 დოლარიანი გრანტით.

ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, დაგეგმილია ვენჩურული და ენჯელ საინვესტიციო ფონდების საკანონდებლო რეფორმა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მათი შექმნის პროცესს. ასევე მოხდება სტარტაპების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა და სტარტაპებისთვის რიგ აქტივობებზე საგადასახადო შეღავათების დაწესება.

ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.