კლიმატური ცვლილებების შედეგად გამოწვეულ საფრთხეებზე მეცნიერები ბევრს საუბრობენ. ძლიერი ქარი, კატასტროფული შედეგების მომტანი წყალდიდობები და გვალვები სულ უფრო საშიშ სახეს იღებს.
როგორც Business Insider წერს, კლიმატური ცვლილებების სამთავრობოთაშორისო პანელმა ივარაუდა, რომ 2040 წლისთვის ტემპერატურის მატებას მძიმე შედეგები მოყვება, საუკუნის დასასრულს კი პლანეტის რამდენიმე ნაწილში ცხოვრება შეუძლებელი იქნება.
მეცნიერებმა დაასახელეს 10 ქალაქი, სადაც 2100 წლისთვის ადამიანები ცხოვრებას, დიდი ალბათობით, ვეღარ შეძლებენ.2100 წლისთვის მაიამიში 3.3 მლნ ადამიანზე მეტს ძლიერი წყალდიდობები ემუქრება, ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც 2016 წელს ჟურნალში Nature Climate Change გამოქვეყნდა. მეთიუ ჰოიერი აშშ-ს კონტინენტურ ნაწილზე ზღვის დონის მატების საფრთხეებზე საუბრობს. საფრთხესთან გამკლავებას კი, ჰოიერის აზრით, მაიამი ვერ შეძლებს.
წყლით დაფარვის საფრთხე აქვს ნიუ ორლეანსაც. კვლევის მიხედვით, დატბორვა 100 ათასზე მეტ ადამიანს ემუქრება.
ჩიკაგოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფატალური შედეგების მომტანი აღმოჩნდება. ქალაქი აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილად არის მიჩნეული, 1995 წელს სიცხის გამო 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერი, რიჩარდ რუდი ამბობს, რომ ქალაქში ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს შესაძლოა, ნებისმიერ დროს მიაღწიოს.
2070 წლის შემდეგ დუბაიში, ზაფხულში ტემპერატურა 45 გრადუსი იქნება.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, ძლიერი სიცხე სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.ამავე კვლევის მიხედვით, ყოველდღიური ტემპერატურა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიშიც გაუსაძლისი იქნება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც რეგიონში დაფიქსირებულა, 52 გრადუსია. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით კი 2070 წლის შემდეგ აბუ-დაბიში სიცხე კიდევ უფრო მოიმატებს.
შანხაიში, ჩინეთში 2070-2100 წლებში ტემპერატურა სიცოცხლისთვის საშიში იქნება. ჟურნალში Nature Communications გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საუკუნის მიწურულს აქ სიცხის ძლიერ ტალღებს ელოდებიან. შანხაიში, დაახლოებით, 25 მლნ ადამიანი ცხოვრობს და მაღალ ტემპერატურას ფატალური შედეგები მოჰყვება.
პეკინში ძლიერი სმოგის გამო ცხოვრება შეუძლებელი იქნება.
ჩინეთის დედაქალაქში სმოგი იმდენად ძლიერია, რომ მოსახლეობა ქუჩებში ნიღბებით გადაადგილდება.
გამონაბოლქვი სიგარეტის ბოლზე მეტად მავნებელია და 15-ჯერ მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე ომები და ძალადობა.
ინდოეთში, ნიუ დელიში მოსახლეობას ღებინება და თავის ტკივილი შეაწუხებს, რაც ძლიერი სიცხისა და სმოგის ბრალი იქნება. აქ ტემპერატურა ისეთივე მაღალი იქნება, როგორც პეკინსა და შანხაიში.
სმოგით გაჯერებული ჰაერი გამოიწვევს კანზე გამონაყარს, გულისრევას, თავის ტკივილს, ბევრი ადამიანი კი გონებას დაკარგავს. კითხვის გაგრძელება