ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიასგანცხადებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია „ექსონ მობილი“ დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის შელფზე ნახშირწყალბადების პოტენციალს სწავლობს.
მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2019 წლის ბოლოს იგეგმება ტენდერის ჩატარება შავ ზღვაზე ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, კომპანია „შლუმბერჟე“ კი საქართველოში ბუნებრივი აირის ძებნა-ძიების სამუშაოებს აწარმოებს. გიორგი ქობულიამიმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული სამუშაოების შედეგი იქნება ის, რომ საქართველოს საკუთარი ბუნებრივი აირი ექნება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს ნავთობისა და გაზის მარაგებთან დაკავშირებით მონაცემებისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნა.
აღანიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.