ვვარაუდობთ, რომ ამ თვის ბოლომდე გაზპრომთან მოლაპარაკებებს დავასრულებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრი იმედოვნებს, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები უკეთესი პირობებით დასრულდება.
„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გაზპრომთან. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ უკეთეს პირობებს მივიღებთ გაზპრომისგან. ჩვენ გვჭირდება ჩვენი გაზის ბაზრის დივერსიფიცირება, რათა უფრო მეტი კონკურენცია შეიქმნას და უფრო კარგ პირობებს მივაღწიოთ ჩვენი მოსახლეობისა და კომპანიებისთვისაც. ვვარაუდობთ, რომ ამ თვის ბოლომდე მოლაპარაკებებს დავასრულებთ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.