ჩვენ ვგეგმავთ განახლებადი ენერგიების გამოყენების სტიმულირებას,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკვე მომზადებულია ევროკავშირთან და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან თანამშრომლობით საკანონმდებლო პაკეტი.
კერძოდ, მინისტრის თქმით, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენა საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი, გარდა ამისა, დამტკიცდება განახლებადი ენერგიის გარდამავალი პერიოდის ერთწლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა.
კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გიორგი ქობულიამ დაასახელა, ენერგოეფექტურობას შეეხება. პარლამენტსა და მთავრობაზე უახლოეს თვეებში გავა როგორც კანონპროექტი ენერფოეფექტურობის შესახებ, ასევე ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა. მინისტრის თქმით, ენერგოეფექტურობის დანერგვით ჩვენ შევძლებთ დიდი ოდენობით ელექტროენერგიის დაზოგვას, რაც, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით.
კიდევ ერთი რეფორმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ახსენა, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და ბაზრის გახსნის პირველი ეტაპი იყო.
აღანიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.