თბილისში საბავშვო მოედნები და ატრაქციონები მოეწყობა.
საბავშვო მოედნების მოწყობის და მოედნებზე განსათავსებელი საბავშვო სათამაშო ატრაქციონების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი) სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 23 თებერვალს იწყება და 26 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 199 970 ლარია. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, შემდეგი საბავშვო ატრაქციონების მოწყობა იგეგმება: აიწონა-დაიწონა, აქტივობის კოშკი (ასაძრომი ოთხკუთხა კონსტრუქცია), საქანელა დასაჯდომით, საქანელა ჩასაჯდომით და საბავშვო კომპლექსური ატრაქციონი.