თევდორე მღვდლის ქუჩაზე, მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი მოვაჭრე აცხადებს, რომ წინა ხანძრის დროს თბილისის მერისგან დაპირება მიიღეს, თუმცა, არავინ დახმარებიათ.
„ხანძრებმა უნდა წამართვას ყველაფერი? წინა ხანძრის შემდეგ არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, არავინაა ჩვენი პატრონი. კალაძეც მოვიდა მაშინ და დაგვპირდა დახმარებას, თუმცა არაფერი გაუკეთებიათ. ამხელა ზარალს როგორ გადავიხდით? - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
შეგახსენებთ, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დამწვარია 200-250 კვადრატული მეტრი ფართი. ხანძრის მიზეზი უცნობია.
ცეცხლი მეორადი ტანსაცმლის საწყობში გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ადგილზე 16 სახანძრო ბრიგადა ჯერ კიდევ რჩება.