თბილისში სამშენებლო სექტორში ახალი რეგულაციები შემოდის. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღიკვეთება K2 კოეფიციენტების გაყიდვა და კოეფიციენტების მატება.
„ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იქნა დამკვიდრებული, აღიკვეთება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ჩვენი დღის წესრიგია დედაქალაქს შევუქმნათ სწორი გავითარების პირობები. ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში კოეფიციენტების გადამეტების პრაქტიკამ ხელი შეუწყო დედაქალაქის დამახინჯებას.