საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5448 მლნ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5448 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1419 მლნ. აშშ დოლარი იყო (15 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი- 4028 მლნ. აშშ დოლარი (16 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ივნისში 2609 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.