თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას მშენებლობის კოეფიციენტების რეგულირებასთან დაკავშირებით, დადებითად აფასებს. მისი თქმით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა თბილისისთვის ისტორიული გადაწყვეტილებაა.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქში ქაოტური განაშენიანების შესაჩერებლად. იმედი მაქვს, რომ ბიზნესიც და მოსახლეობაც ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას სწორად მიიღებს და გაიაზრებს. ბიზნესი გადაეწყობა იმ ახალი თამაშის წესებზე, რომელსაც ეს სიახლე ამკვიდრებს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ დასძინა, რომ ქალაქი და მოსახლეობა ამ სიახლის დადებით შედეგს მალე იგრძნობს.