„ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ იწყება. პროექტს სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ახორციელებს.
სააგენტოს ცნობით, პროექტის მიზანს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს.
ამასთან, პროექტის ბიუჯეტი 2,3 მლნ აშშ დოლარია და სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.
"პროცესში 100 კომპანია ჩაერთვება, რომლებიც მუშაობენ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის-არქიტექტურის და ორი ახალი მიმართულებით, რომელიც პროექტის ფარგლებში შეირჩევა.
პროექტში ასევე ჩაერთვება „აწარმოე საქართველოს“ 500 ბენეფიციარი არასასოფლო-სამეურნეო სფეროებიდან",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.