როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 15 მლნ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო)

თბილისში, დიღომის #8-ში იყიდება სახლი, რომლის ღირებულებაც 15, 085 500 ლარია (5 650 000$).

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2 სართულიანი კერძო სახლის ფართობი 15 00 კვ.მ-ა. ამასთან, აქვს 2700კვ. მ ფართობის ეზო, აუზით.განცხადების მიხედვით, სახლი ახალაშენებულია და ჯამში 8 ოთახი აქვს, ამათგან 5 საძინებელია, თავისი სველი წერტილებით. აქვს ცალკე სამზარეულო, საბილიარდო ოთხი, ბუხარი და მარანი. ამასთან, სახლში განთავსებულია ავეჯი, ტექნიკა, კონდიციონერი და ა.შ.გარდა ამისა, სახლი უზრუნვეყოფილია ბუნებრივი აირით, ელექტროენერგით და წყლით. აქვს აივანი, სარდაფი, გარაჟი, სათავსო და ცენტრალური გათბობა.ამასთან, ეზოში გამოყოფილია პარკინგის ადგილები.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახლს საკუთარი24 საათიანი დაცვა აქვს.

ნინი ქეთელაური