გაუქმებულ ფინანსურ ორგანიზაციას ლიკვიდატორი შეეცვალა

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, გაუქმებულ ფინანსურ ორგანიზაციას ლიკვიდატორი შეეცვალა.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განკარგულებაშია აღნიშნული. კერძოდ, საუბარია, რკ „პირველ საკრედიტო კავშირზე“, რომელსაც არასაბანკო სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია სებ-მა გასულ წელს შეუჩერა. მაშინ ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესიც დაიწყო და ლიკვიდატორად არჩილ ვაშაკიძე დაინიშნა. ახლა კი, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის 11 თებერვლის განკარგულებით, მის ახალ ლიკვიდატორად თამარ ნოდია დაინიშნა.