ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მილიონერებს შორის არიან ბავშვებიც, რომლებმაც პირველი მილიონი 7-15 წლის ასაკში იშოვეს.
„ბიზნესინსაიდერი" წარმოგიდგენთ 5 მდიდარ ბავშვს.
7 წლის რაიანი ყველა დროის ერთ-ერთი უმდიდრესი ბავშვია. მან YouTube-ზე საკუთარი არხი შექმნა და ერთ წელიწადში 22 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო. მისი გვარი მისივე უსაფრთხოების გამო საიდუმლოა. რაიანი საკუთარ არხზე სათამაშოებს განიხილავს და მისი აუდიტორია 18 მილიონი ადამიანისგან შედგება.
ჯოელ ჯოანმა იგივე „ჯოჯომ“ საკუთარი სახე და სახელი ბრენდად აქცია. მას აქვს „ჯოჯოს“ თოჯინების საკუთარი ხაზი, ასევე აქსესუარების ბიზნესი. მას ყავს ინსტაგრამის 7.9 მილიონი გამომწერი, მის YouTub-ის არხს კი 8.9 მილიონი ადამიანი უყურებს.
მოზია ბრიჯისმა საკუთარი ჰალსტუხების ბიზნესი 9 წლის ასაკში დაიწყო. ამ წელს ის 17 წლის გახდა, თუმცა მისი ბიზნესი ზრდას განაგრძობს. მოზია საკუთარი კომპანიის დირექტორია, რომელიც ყიდის ჰალსტუხებს და სხვადასხვა ტანსაცმელს. 2018 წელს 600 ათასი დოლარი ღირებულების პროდუქცია გაყიდა.
მაკენა კელი, 13 წლის YouTube-ის ვარსკვლავია, რომლის შემოსავალი დღეში 1000 დოლარს შეადგენს. კელის YouTube-ზე 13 ათასი გამომწერი ჰყავს.
14 წლის მარსი მარტინი კომედიაში „პატარა“ მთავარ როლს ასრულებს და ამავე დროს ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერია. ის ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პროდიუსერია. მისი შემოსავალი ფილმიდან 200 ათასი დოლარია, ამასთან, თუ წარმატებული იქნება ფილმი, ბონუსად 300 ათას დოლარს მიიღებს.