რუსთავის ცენტრალური ფილიალი მიმდინარე წლის 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს.
ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
„იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმის წარმოების პროგრამის მონაცემთა ბაზები ახალ სერვერებზე გადადის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესში შეუძლებელი იქნება სხვადასხვა მონაცემთა ბაზასთან წვდომა და სერვისის განხორციელება,“- აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ცნობით, მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში სამუშაო პროცესი 18 თებერვალს ჩვეულ რეჟიმში აღდგება.