თურქეთში ფრენისას ტელეფონის გამოყენებაზე დაწესებული ჯარიმა გაიზარდა

თურქეთში ფრენისას მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის და სიგარეტის მოწევისთვის დაწესებული ჯარიმა გაიზარდა.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Resmi Gazete წერს, მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, რომელიც 14 თებერვალს გამოქვეყნდა, ამ დარღვევისთვის ჯარომა 2 124 ლირით იქნება.

ეს იმ ფონზე, როდესაც აქამდე არსებული რეგულაციებით ჯარიმა 717 ლირას შეადგენდა.

ჯარიმას თურქეთის სამოქალაქო ავიაციის შესაბამისი სტრუქტურა გამოწერს. დაჯარიმებულს კი ჯარიმის გასაჩივრება 15 დღის ვადაში შეეძლება.