აუქციონზე 10 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 19 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.500 პროცენტით, მაქსიმალური 9.520 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 9.514 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონურმა განაკვეთმა 9.514 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

"ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმისათვის" დამატებით განთავსდა 41 087 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით - 9.514%. მონაწილეობა ათმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.