კურორტი გუდაური დაკეტილია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კურორტი გუდაური დაიკეტა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს.

როგორც კომპანიაში განმარტეს, ამ დროისთვის, გუდაურში მხოლოდ პირველმა საბაგირომ დაიწყო ფუნქციონირება, რომელსაც მეტეოროლოგიური პირობები საფრთხეს არ უქმნიდა.