ქუთაისში fresh georgia-ს ქარხნის თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში fresh georgia-ს ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ქარხანაში არსებულ გაუსაძლის პირობებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ მთელი დღის განმავლობაში მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და ქარხნის ადმინისტრაცია პირობების გაუმჯობესებაზე არ ზრუნავს.

,,უკვე რამდენი ხანია ხელმძღვანელობას ვთხოვთ, რომ ცოტა ადამიანური პირობები შეგვიქმნას. ძალიან დაბალი ხელფასი გვაქვს და სამუშაო საათებიც განსაზღვრული არ გვაქვს. ვითხოვთ მოგვაქციონ ყურადღება და ჩვენი მოთხოვნები ნაწილობრივ მაინც გაითვალისწინონ", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მირზა გაგუა.

ქარხანა საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკას აწარმოებს, სადაც 300-მდე ადგილობრივია დასაქმებული.