„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე დღეს, 18.00 საათზე ბრიფინგს გამართავენ. ბრიფინგი სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება.
ეს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პირველი ბრიფინგია, მას შემდეგ რაც ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ამავდროულად, სებ-ი მომდევნო 2 თვის ვადაში მათ გადაყენებას ითხოვს. „თიბისი ბანკი“ კი სებ-ის მოთხოვნას არ ეთანხმება და სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავს.