ქართული სამხედრო პროდუქციით განას რესპუბლიკა დაინტერესდა

თავდაცვითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა IDEX 2019 ის ფარგლებში „დელტას“ წარმომადგენლობა განას რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დერიკ მადურო ქართული წარმოების სამხედრო დანიშნულების პროდუქციას გაეცნო და გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „დელტა“ ავრცელებს.

„დელეგაცია გაეცნო გამოფენაზე ფართო მასებისთვის პირველად წარმოდგენილ ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ ახალი 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულს, ასევე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკს“, მოდიფიცირებულ ჯავშანტრანსპორტიორ „დიდგორს“ ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მართვის 23 მმ მოდულით, ანტიმატერიულ შაშხანა AMR MOD 2, მოდერნიზებულ ბიკალიბრულ უხმაურო ნაღმმტყორცნს GNM-60, მოდერნიზებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს რდ-7, მოდიფიცირებული ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნს RPGL-7G, .338 კალიბრის სნაიპერულ შაშხანას სატევარი-2, ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების სხვადასხვა მოდელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.