როგორც პარლამენტარი, მივესალმები "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას და მზად ვარ, ბოლომდე ჩავერთო ამ პროცესში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ განუცხადა. დეპუტატის თქმით, ბანკის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პროკურატურასთან თანამშრომლობა გამჭვირვალე და მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით, რაც დადებითია. მისივე განცხადებით, ამ პროცესში ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს არანაირი ინტერესი არ აქვს და იმედოვნებს, რომ პროცესი ბოლომდე გამჭვირვალე იქნება ორივე მხარის მიერ.
"ისინი წყვეტენ რა ფორმატში იქნება დიალოგი და მსჯელობა ამ საკითხზე. მათ შეუძლიათ აირჩიონ სასამართლოს გზა, მეორე - საჯარო საუბროს გზა და მესამე - დღევანდელი გზა, რაც მათ აირჩიეს - გამოხატვა კეთილი ნების, რომ მზად არიან აბსოლუტურად გამჭვირვალედ, უფრო გაფართოებულ ფორმატში საზოგადოების, პარლამენტის, საერთაშორისო ინსტიტუციების ჩართულობით ისაუბრონ იმ პროცესზე, რაც პროკურატურის მხრიდან მათთან დაკავშირეით მიმდინარეობს. როგორც პარლამენტარი მივესალმები "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელების გადაწყვეტილებას და მზად ვარ, ბოლომდე ჩავერთო ამ პროცესში", - განაცხადა ლევან კობერიძემ.