სიყვარულის დღის აღნიშვნა საქართველოში დიდი ხანია უკვე ტრადიციად იქცა. ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით "რადიო პალიტრამ" და დეველოპერულმა კომპანია "რედკომ" მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით, რადიოს ერთგულ მსმენელებს დაუვიწყარი დღე აჩუქა.
თბილისიდან გუდაურში გამგზავრებამდე რესტორნების ქსელი "დანკინ დონატსი" გულის ფორმის დონატებითა და დანკინის კლასიკური ყავით გაუმასპინძლდა სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ "რადიო პალიტრას" პარტნიორი კომპანიების პიარ და მარკეტინგის მენეჯერები.
გუდაურში ჩასულ სტუმრებს, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მისცა საშუალება მთელი დღის განმავლობაში შეუზღუდავად ესარგებლათ გონდოლებით და ერთი დღე უსასყიდლოდ ესრიალათ სათხილამურო ტრასებზე.
გონდოლებით გასეირნების შემდეგ, გუდაურის სტუმრებს უმასპინძლა კაფე-ბარმა "ქუბი", რომელიც სტუმრებს გემრიელი კოქტეილებით დახვდა. მათ, ვინც ექსტრემალურ გართობას მშვიდი დასვენება არჩია, "რედკოს" კომპლექსში აუზის და სპა ცენტრის მომსახურება ელოდა. ვიზუალურ გაფორმებაზე იზრუნა სარეკლამო კომპანია "პრინტარეამ".
ნინო ხაჟომია, კაფე-ბარ "ქუბის" დამფუძნებელი:
"დღეს "ქუბში" ვუმასპინძლეთ ჩემს ექს კოლეგებს "რადიო პალიტრადან". მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილი სწორედ სიყვარულითაა შექმნილი და მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ მოწვეულ სტუმრებს. დამეთანხმებით, აქ გატარებული ყოველი დღე ნამდვილად სიყვარულისაა და მადლობა რადიო „პალიტრას“ ერთი დღის კიდევ უფრო მეტად გალამაზებისთვის"
ირინა ონაშვილი:
"არაჩვეულებრივი ღონისძიება მოაწყო რედკომ და "რადიო პალიტრამ", არაფორმალური გარემო გუდაურში, სადაც "რადიო პალიტრის" არაჩვეულებრივი და გემოვნებიანი მუსიკა ისმის და ძალიან მიხარია, რომ ყოველთვის ასე გვანებივრებენ, კრეატიული და საინტერესო ღონისძიებებით, საჩუქრებით, სპა პროცედურებით. ძალიან კარგი დღე გავატარეთ "რედკოსთან" და "რადიო პალიტრასთან" ერთად.
კაწია აბსანძე, "რედკოს" მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი:
"დღეს ახალ გუდაურში, "რადიო პალიტრასთან" ერთად ვაკეთებთ ძალიან ლამაზ ღონისძიებას, რომელიც ეხება სიყვარულის დღეს. გვყავს ძალიან ბევრი სტუმარი, რომელსაც ელოდება ძალიან ლამაზი საღამო ელენე კალანდაძესთან ერთად, სასიამოვნო ვახშამი, ძალიან ბევრი სიურპრიზებით.
მთის კურორტების განვითარების კომპანიაა ჩართული, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც ძალიან გვეხმარება და ხელს გვიწყობს რომ განვითარდეს გუდაური და კიდევ უფრო მეტი ტურისტი მიიღოს კურორტმა".
დატვირთული დღის ბოლოს, სტუმრებს "რედკოს" კომპლექსში არსებულმა რესტორანმა "Meatlof"-მა უმასპინძლა. საზეიმო ვახშამი სიყვარულის დღის თემატიკით იყო წარმოდგენილი - წითელი ბუშტებითა და წითელი დრესკოდით, სტუმრებმა რესტორნის გემრიელი კერძები და ელენე კალანდაძის შესანიშნავი რეპერტუარი ერთად „დააგემოვნეს“.
გათამაშდა პრიზები პარტნიორი კომპანიებისგან: "ჯიპისისგან", მაღაზიათა ქსელ "თაიმისგან". ასევე, გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად გადაეცა ნომერი ორი ღამით, "რედკოს" აპარტ-ოტელში.
რადიო "პალიტრა" FM 103,9 წლებია საქართველოს მთის კურორტებზეა წარმოდგენილი. რადიო პალიტრის მუსიკალური ეთერი გუდაურსა და ბაკურიანში ვიზიტორების განწყობასა და დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
ავტორი: ლიდია ამარიანი
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი