პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე ამ წუთას ფულის სადღაც დაბინავება, - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საპენსიო რეფორმის იმ ნაწილის შეფასების დროს განაცხადა, რომელიც თანხების განკარგვას უკავშირდება.
რომან გოცირიძეს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს საპენსიო რეფორმის ფარგლებში მობილიზებულ თანხებს ზრდისა და მიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობა სამომავლო პერსპექტივაში.
"თავდაპირველად მცირეოდენი თანხები განთავსდება თუ არა სასწრაფოდ სადღაც, არსებითად ფინანსურ გავლენას არ ახდენს და ამიტომ აქცენტები უნდა დაისვას სწორად. პრობლემა ის კი არ არის, რატომ არ ხდება მისი განთავსება სასწრაფოდ, პრობლემა არის ის, როდესაც ეს ფონდი გაიზრდება, ამ შემთხვევაში არსებობს თუ არა მისი გონივულად განთავსების შესაძლებლობა საქართველოში. რა არის ის არეალი, სადაც ეს თანხები ურისკოდ იქნება შეინახება და გაიზრდება, ზოგადად, პერსპექტივაში, მრავალი წლის შემდეგ აქვს თუ არა ამ რესურსებს შენახვისა და ზრდის შესალებლობა. ამიტომ პრობლემა გაცილებით დიდია, ვიდრე ამ წუთას ფულის სადღაც დაბინავება", -განცხადა რომან გოცირიძემ.