ვენა და პრაღა - 2019 წლის იანვრის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ვენა დასახელდა. ქუთაისის აეროპორტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დატვირთულობის მიხედვით, ვენა იყო, შემდეგ კი პრაღა.

ხუთეულში ასევე შედიან - ათენი; მემინგენი/მილანი; რომი.

ცნობისათვის, TOP-5-ში მოხვედრილ მიმართულებებს ავიაკომპანია Wizz Air ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წელს ჯამში 617,342 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 52,5%-ით მეტია. ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის 95% ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა გადაიყვანა (587,643 მგზავრი).