პარკირების საათობრივი საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გადასახადი ასევე არ შეეხება ელექტროძრავიან ავტომობილებს და შშმ პირების მანქანებს.
„რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია სპეციალური საპარკინგე ადგილები“, - აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად რამდენიმე ქუჩაზე, 1-ელი ივლისიდან დაწესდება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.