1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6574 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6574 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6498 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0076 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0146 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9977 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0169 ლარი შეადგინა.