კომპანიები Ryanair-ი და Wizzair-ი ბარგის წესებში ცვლილებების გამო მილიონობით ევროთი დაჯარიმდნენ.
2018 წლის ნოემბრიდან ორივე კომპანიამ ბარგის წესში ცვლილებასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიხედვით კაბინაში მცირე ზომის ჩემოდნის ატანაში მგზავრისგან დამატებით თანხას ითხოვდნენ. ბორტზე უფასოდ მხოლოდ ხელჩანთის ატანა იყო ნებადართული.
ხუთშაბათს იტალიის კონკურენციის სააგენტომ AGCM Ryanair-ი 3 მილიონი ევროთი დააჯარიმა, ხოლო Wizzair 1 მილიონი ევროთი.
მათი განცხადებით, ეს კომპანიები 5-დან 12 ევრომდე დამატებით თანხას ითხოვდნენ მგზავრებისგან კაბინაში ბარგის ასატანად. „ხელბარგი არის საჰაერო ტრანსპორტის არსებითი და საჭირო ნივთი და ის ყოველგვარი დამატებითი თანხის გარეშე უნდა იქნეს დაშვებული ბორტზე“, - აღნიშნულია AGCM-ის განცხადებაში.