1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6598 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6598 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6598 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6570 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0162 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0034 ლარი შეადგინა.