საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 7, 462 057 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ბარათების რაოდენობა 1 363 399 ერთეულით შემცირდა.
გასული წლის იანვარში მიმოქცევაში სულ 8 825 456 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო. სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის იანვარში საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 725 293 ერთეული შეადგინა, საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობამ კი 6 736 764 ერთეული. რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 2018 წლის იანვარში ბაზარზე იყო 995 966 საკრედიტო ბარათი და 7 829 490 სადებეტო ბარათი.