მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-იმ ერთ დღეში 4,3 მილიარდი დოლარი დაკარგა. როგორც Cnbc.com წერს, ამის მიზეზი გახდა ჰოლდინგ Kraft Heinz-ის აქციებზე ფასის ვარდნა. ეს კი გამოწვეული იყო დივიდენდების შემცირებით და რეგულატორის მიერ დაწყებული გამოძიებით. ბაფეტის კომპანია Kraft Heinz-ის 325 მლნ აქციას ფლობს (26.5%).
ამერიკული კონცერნის აქციები პარასკევს მიმდინარე სავაჭრო სესიის დროს 27%-ით გაუფასურდა. 1 აქციის ფასმა 34,95 დოლარი შეადგინა.
Kraft Heinz უმსხვილესი კომპანიაა კვების მრეწველობაში.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, უორენ ბაფეტის ქონება 82,2 მილიარდი დოლარს შეადგენს.