კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ილონ მასკმა ამერიკულ ბანკ Morgan Stanley-ში 61 მილიონის კრეიდიტი აიღო. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სესხი მასკს კალიფორნიაში უძრავი ოქნების შესაძენად დასჭირდა, საუბარია ოთხ ობიექტზე ლოს-ანჯელესში და ერთზე ქალაქ ჰილსბოროუში. როგორც სააგენტო წერს, მასკმა გასულ წელსაც აიღო 50 მილიონის კრედიტი და ამათ გარდა მილაირდერმა მოახდინა იპოთეკის რეფინანსირება, რომელიც 2012 წელს 17 მილიონად შეძენილ უძრავ ქონებას უკავშირდება.
როგორც ირკვევა, ილონ მასკმა სესხები 30 წლის ვადით აიღო. პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში მასზე 3,5% საპროცენტო განაკვეთი იმოქმედებს. ყოველთვიურად 47 წლის მეწარმეს 180 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.