საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, 2018 წელს ჯამში 2 372 855 საჯარიმო ქვითარია გამოწერილი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია აღნიშნული.
ყველაზე მეტი საჯარიმო ქვითარი საანგარიშო პერიოდში გამოწერილია - საგზაო ნიშნის/მონიშვნის, ბუქსირების, ხმოვანი სიგნალით თუ საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის წესების დარღვევაზე, ასევე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობაზე, რაც საგზაო მოძრაობას აფერხებს ან მოძრაობის უსაფრთხოებას უქმნის საშიშროებას. კერძოდ, ამ ტიპის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე წინა წლის განმავლობაში ჯამში, 724 165 საჯარიმო ქვითარია გამოწერილი. ცნობისთვის, აღნიშნული სამართალდარღვევა 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
დაჯარიმების მიხედვით, მეორე ადგილზეა - ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დარღვევა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს ამ ტიპის დარღვევებზე - 542 027 ჯარიმაა გამოწერილი. რაც შეეხება სანქციის მოცულობას, ის 10 ლარს შეადგენს.
გამოწერილი 456 989 საჯარიმო ქვითრით, საგზაო მოძრაობის დარღვევათა ჩამონათვალში მე-3 პოზიციაზეა - სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით (მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ), რაც 50-ლარიანი ჯარიმით ისჯება.
საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა ჩამონათვალში მე-4 და მე-5 ადგილს უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და უსაფრთხოების ღვედების გამოიყენებლობა იკავებს. კერძოდ, 2018 წელს შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო - 107 854; ხოლო მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის - 102 968 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. ფულადი სანქციის ოდენობა კი ამ დარღვევებზე შესაბამისად, 50 და 40 ლარს შეადგენს.
დარღვევათა ტოპ-ათეულში, რის გამოც ყველაზე მეტი ჯარიმა გამოიწერა, ასევე მოხვდნენ: