მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების აქციზის განაკვეთთან დაკავშირებული შეღავათები შესაძლოა, გაუქმდეს.
კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ნინო წილოსანმა დეპუტატებს გააცნო.
პროექტით გათვალისწინებულია, რომ მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისთვის გამოანგარიშებული აქციზის გადასახადი 60%-ის ნაცვლად 20%-ით შემცირდება. შესაბამისად, მისი დამტკიცების შემთხვევაში ამ ავტომობილების სააქციზო მოსაკრებელი 40%-ით გაიზრდება.
დეპუტატებს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები არ ჰქონიათ. მათვე გამოთქვეს დაშვება, რომ არსებული შეღავათი შესაძლოა, საერთოდ გაუქმდეს. აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, ნინო წილოსანის განცხადებით მსჯელობა შემდეგ მოსმენაზე განახლდება.