ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Huawei, ბარსელონაში მსოფლიოს მობილურ კონგრესზე (Mobile World Congress) სმარტფონი Mate X წარმოადგინა, რომელსაც კეცვადი ეკრანი და 5G ქსელის მხარდაჭერა აქვს.
მოდელის გაყიდვები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, რა დროსაც უკვე დაინერგება მეხუთე თაობის ქსელი. ის აღჭურვილია მულტირეჟიმის მქონე 5G-მოდემით Balong 5000. მისი ოპერატიული სისტემის მოცულობა 8 გბ-ია, ხოლო საცავი 512 გბ.
Huawei Mate X არის როგორც სმარტფონი, ასევე ითავსებს პლანშეტის ფუნქციასაც. დახურულ მდგომარეობაში მას აქვს ორი ეკრანი 6,6 და 6,39 დიუმით, ხოლო გახსნილ მდგომარეობაში ის ხდება 8-დიუიმიანი პლანშეტი.
სმარტფონის ფასი 2,3 ათასი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, მსგავსი კეცვადი ეკრანის მქონე სმარტფონი ოთხშაბათს წარმოადგინა Samsung-მაც. სმარტფონის რეჟიმში Galaxy Fold 4,6-დიუმიანი ეკრანის სმარტფონია, ხოლო პლანშეტის ფორმატში - 7,3 დიუიმის. მასაც 5G მხარდაჭერა გააჩნია. ხოლო ოპერატიული მეხსიერება 12 გბ-ს აღწევს, საცავი კი აქაც 512 გბ-ია.