„ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში მექანიზაციის პროექტის განხორციელება დაიწყო

ნენ­სკრა ჰე­სის საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნი­ამ, სს „ნენ­სკრა ჰიდ­რომ“ მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში ჭუ­ბერ­სა და ნაკ­რა­ში მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყო.

მის ფარ­გლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და მცი­რე ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის მძი­მე ტექ­ნი­კით მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ე­წე­ვა.

პრო­ექ­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ნე­ბის­მი­ერ ცალ­კე­ულ მო­სახ­ლეს ან ჯგუფს, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლით მი­მარ­თონ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც მას მძი­მე ტექ­ნი­კით მომ­სა­ხუ­რე­ბას გა­უ­წევს.

კომ­პა­ნი­ამ სა­გან­გე­ბოდ პრო­ექ­ტის­თვის ათამ­დე ერ­თე­უ­ლი მძი­მე ტექ­ნი­კა გა­მოჰ­ყო. ტექ­ნი­კის ამა თუ იმ ერ­თე­უ­ლის მომ­სა­ხუ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ჯებს „ნენ­სკრა ჰიდ­რო“ სრუ­ლად და­ფა­რავს.

პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებს, ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მეს­ტი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მჭიდ­რო ჩარ­თუ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კომ­პა­ნი­ამ პრო­ექ­ტი 11 და 12 თე­ბერ­ვალს ჭუ­ბერ­სა და ნაკ­რა­ში გა­მარ­თულ სა­ჯა­რო გან­ხილ­ვებ­ზე წა­რად­გი­ნა.