მსოფლიოს 15 ძვირად ღირებული ბრენდის ჩამონათვალი გამოქვეყნდა.
გრაფიკაში ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა საუკეთესო ბრენდების ჩამონათვალი 2000-დან 2018 წლის პერიოდში. აღსანიშნავია რომ 2018 წელს ძვირად ღირებული ბრენდების სამეულში ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები მოხვდნენ. პირველ ადგილს Apple იკავებდა. მას მოსდევს Google და Amazon.
რაც შეეხება Coca-Cola-ს, რომელიც 2000-12 წლებში საუკეთესო ბრენდების ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებდა, 2018 წელს მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. პირველი ადგილოსანი Apple კი რეიტინგის სათავეში 2013 წელს მოხვდა და პირველობას დღემდე არ თმობს.
2018 წელს 15 საუკეთესო ბრენდის ჩამონათვალში ასევე შევიდა სამი საავტომობილო გიგანტი - იაპონური ტოიოტა, გერმანული მერსედეს ბენცი და bmw.
რაც შეეხება სოციალურ ქსელ „ფეისბუქს“, ის სიაში მხოლოდ 2016 წელს გამოჩნდა და მე-15 ადგილი დაიკავა. 2018 წელს კი ფეისბუქი მე-9 ადგილზე დაწინაურდა.