Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, პოზიტიურად არის შეფასებული ბოლოდროინდელი საკრედიტო რეგულაციები, რომელიც ხელს შეუწყობს საკრედიტო ზრდის გაჯანსაღებასა და ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„Fitch-ის გადაწყვეტილებაზე პოზიტიურად აისახა ბოლოდროინდელი საკრედიტო რეგულაციები. სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების მაღალი ზრდა, განაპირობებს მოსახლეობის საკრედიტო ტვირთის სწრაფ ზრდას, თუმცა მოსალოდნელია, რომ ახლად შემოღებული მაკრო-პრუდენციული ზომები ხელს შეუწყობს საკრედიტო ზრდის გაჯანსაღებასა და ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირებას“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
„Fitch-ის რეიტინგის მიხედვით, დადებითად არის შეფასებული/თავის ანგარიშში აფასებს საქართველოს საბანკო სისტემა, რომელიც ხასიათდება მაღალი კაპიტალიზაციით, ადეკვატური ლიკვიდობითა და აქტივების მაღალი ხარისხით. თუმცა, გამოწვევად რჩება დეპოზიტების მაღალი დოლარიზაცია.
სარეიტინგო კომპანია Fitch-მა, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი (ერთი ნიშნულით, „BB-“ -დან) „BB“-მდე გააუმჯობესა, რაც ძირითადად 2018 წლის განმავლობაში სტაბილური მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შენარჩუნებით არის განპირობებული. რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე“ , - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.