1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6751 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6751 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6598 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0153 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0405 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0162 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0243 ლარი შეადგინა.