ამერიკის ფინანსურმა მარეგულირებელმა ორგანომ ნიუ-იორკის სასამართლოს მიმართა, ყურადღება გაამახვილონ ილონ მასკის ერთ-ერთ ბოლო ტვიტზე.
საუბარია Tesla-ს დამფუძნებლის ტვიტერ-პოსტზე, სადაც ილონ მასკმა გაავრცელა ფოტო, სადაც ავტოწარმოებაზე წერს, ეს მაშინ, როცა მასკმა გასულ წელს პირობა დადო, რომ კომპანიის ფინანსურ მონაცემებზე არაფერს დაპოსტავდა. ეს შეთანხმება კი მის მიერ აგვისტოში დაწერილ კომენტარს მოჰყვა, რა დროსაც მან კომპანიის საფონდო ბირჟებიდან გასვლასა და დახურულ კერძო კომპანიად გადაქცევაზე დაწერა.
გასულ კვირას კი მასკმა მორიგი ტვიტი გაავრცელა ფოტოთი, რომელზეც ათასობით ავტომობილი ჩანს. Tesla-ს დამფუძნებელი წერს, რომ კომპანია 2019 წელს 500,000 ავტომობილის წარმოებას გეგმავს.
მარეგულირებლის საჩივარში წერია, რომ მასკს არ ჰქონდა უფლება ამგვარი განცხადება დაეწერა და გაევრცელებინა.