მუუხედავად გუშინდელი განცხადებისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი „თიბისის“ საქმეზე პარლამენტში მაინც მივიდა. გვენეტაძესთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები არჩილ მესტვირიშვილი და პაპუნა ლეჟავაც არიან მისული. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში კობა გვენეტაძეს უსმენენ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ეროვნული ბანკი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე „ევროპულმა საქართველომ“ მიიწვია. თუმცა, გუშინ, სებ-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქმის განხილვა სებ-ს მიზანშეწონილად არ მიაჩნდა და პარლამენტში განხილვის პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებდა.